გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულების საქმე გაიყო

ენმ

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულების საქმე გაიყო. 

დაკავებულ ბორის ჩაგუნავას გამოძიება იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, დავით ხეჩუაშვილს კი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას.

ჩაგუნავა აღიარებს, რომ ის იარაღს ინახავდა, თუმცა, თარგამაძის მანქანაში აფეთქებასთან კავშირს გამორიცხავს.

საქალაქო სასამართლოში დღეს ბორის ჩაგუნავას წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ადვოკატმა მოსამართლეს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ჩაგუნავას საქმის არსებითი განხილვა 26 იანვარს ჩაინიშნა.

2016 წლის 4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები