NDI-ის კვლევა

NDI: არჩევნებში მონაწილეთა 33%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

0 კომენტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს.

კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, არჩევნებში მონაწილეობამიღებული მოსახლეობის 25%-მა არ იცის, 65% სწორად პასუხობს, 8% კი არასწორად.

ამომრჩეველთა 65% ელის, რომ მათი მაჟორიტარი დეპუტატი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის.

მოსახლეობის 42% ფიქრობს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი მერვესთან შედარებით უკეთესად იმუშავებს, 30%-ის აზრით კი, იმავენაირად, 8% - უარესად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება +/- 1.8%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები