NDI-ის კვლევა

NDI: არჩევნებზე, 32%-სთვის მნიშვნელოვანი გავლენა მღვდლის შეხედულებებმა მოახდინა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისულთა 32%-ის გადაწყვეტილებაზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მრევლის და მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა. არჩევნებში მონაწილეობა NDI-ის გამოკითხულთა 77%-მა მიიღო.

რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო გავლენა მოახდინეს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • მრევლის და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (32%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო (15%), უმნიშვნელო (46%).
  • პოპულარული ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (30%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო (12%), უმნიშვნელო - 53%.
  • თქვენი თანამშრომლების და დამსაქმებლის პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (21%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 14%, უმნიშვნელო - 48%

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +-1.8%.

 

კომენტარები