ვიკილიქსი

ობამამ ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა

AP

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ვიკილიქსის ინფორმატორ ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა.

ობამას გადაწყვეტილებით, 29 წლის ტრანსგენდერი ქალი, რომელიც აშშ-ის არმიაში მსახურობდა, 2017 წლის 17 მაისს გათავისუფლდება.

ჩელსი მენინგს ვიკილიქსთან თანამშრომლობისა და ჯაშუშობის გამო, 2013 წლის აგვისტოში 35 წელი მიუსაჯეს. მენინგმა საიდუმლო მასალები ვიკილიქსს 2010 წელს გადასცა.

2010 წელს ვიკილიქსის მიერ საიდუმლო მასალების გამოქვეყნება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო.

ობამას გადაწყვეტილებას რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა "მძიმე შეცდომა" უწოდა. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამ გადაწყვეტილებამ მომავალში ჯაშუშები წააქეზოს.

კომენტარები