გარდაცვალება ციხეში

რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების სამინისტრო

რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული კ.ბ. გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ციხეში პატიმრების შიმშილთან დაკავშირებით.

"მსჯავრდებულ კ.ბ-ს, რომელიც რამდენჯერმე ნასამართლევია და მორიგ სასჯელს 2013 წლის აგვისტოდან იხდიდა, დაწესებულებაში შესვლისთანავე არაერთი სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა სხვადასხვა სახის დაავადებები და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. 
იგი არაერთხელ იქნა გადაყვანილი, როგორც სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, ასევე, სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ კლინიკებში", - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობითვე, 15 იანვარს მსჯავრდებულსმორიგე ექიმმა მიაწოდა დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტი, იმავე საღამოს მსჯავრდებული შეუძლოდ გახდა, ექიმი საკანში გამოიძახეს 19:50 საათზე. სამინისტროს ინფორმაციით ადგილზე გამოძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მიუხედავად ადგილზე გაწეული ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებისა, 20:50 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

"დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ბიოლოგიური სიკვდილის გამომწვევ ზუსტ მიზეზს დაადგენს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები