MFX Broker Georgia

MFX Broker Georgia შემოსავლებს ვეღარ გასცემს, კომპანია სავარაუდოდ კოტრდება

MFX Broker Georgia

საფინანსო კომპანია MFX Broker Georgia "მეანაბრეებზე" შემოსავლებს უკვე ორი თვეა კუთვნილ პროცენტს ვეღარ უხდის, კომპანიის ოფისთან უკვე მესამე დღეა აქციები იმართება.

კომპანია კლიენტებს $1000-იან შენატანზე წლიურ 36%-იან სარგებელს, $25 ათასამდე შენატანზე კი 45%-იან სარგებელს ჰპირდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის თქმით, MFX-იც საფინანსო კომპანია საქართველოს მსგავსად ფინანსურ პირამიდას წარმოადგენდა.

საფინანსო კომპანია საქართველოს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, კომპანიას 76 მილიონი ლარისს გაფლანგვას ედავებიან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის ხუთ იანვრას განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოსახლოებას მოუწოდა სიფრთხილით მოკიდებოდნენ იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მათ საბაზროზე გაცილებით მაღალ სარგებელს ჰპირდებიან.

"მოქალაქეთა სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია, ისეთ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას რომლებზეც არსებული კანონმდებლობით სებ-ის მხრიდან არ ვრცელდება შესაბამისი რეგულირების ჩარჩო.

ასეთი შპს-ები თუ კერძო კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის განზრახვით შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საკრედიტო", "საბროკერო" ან სხვა მსგავსი. რაც არ ნიშნავს, რომ ეს შპს არის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი და მისი საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ.

ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის მათი სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გაფორმებული გარიგებებიდან წარმოშობილ ურთიერთობებში ჩარევა", - წერია სებ-ის განცხადებაში.

კომენტარები