ქართველები გერმანიაში

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს

neweurope.eu

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს.

გერმანული მედიის ცნობით, ბუნდესპოლიციის სპეცოპერაციაში 600 სამართალდამცავი მონაწილეობდა. მათ მოპარული ნივთები 35 სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

საქართველოს მოქალაქეების გარდა, დაკავებულები არიან ვიეტნამის ოთხი და ლატვიის ერთი მოქალაქე. დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

სპეცოპერაცია საქსონიის მხარეში ჩატარდა. დაკავებულები დრეზდენში, ლაიფციგში, ჰალეში, რადერბერგში, ფრაითალში, ფრაიბერგსა და შტრიგისტალში აიყვანეს.

კომენტარები