ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ორი თავმჯდომარე ეყოლება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს 2 თავმჯდომარე ეყოლება. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეები ზაზა ბიბილაშვილი და ნიკა მელია იქნებიან - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას პარტიაში დაუდასტურეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 12 იანვარს გაიყო და პარტიის პოლიტსაბჭო 27-მა წევრმა დატოვა.

პოლიტსაბჭოს 7000-იანი სხდომა სპორტის სასახლეში 20 იანვარს გაიმართება. ნინო კალანდაძის თქმით, ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს არ აირჩევენ. კალანდაძე ამბობს, რომ რადგან ვანო მერაბიშვილს პარტიის გაყოფაზე პოზიცია არ გამოუხატავს, ის გენერალურ მდივნად რჩება.

კომენტარები