ავსტრალიის ღია ჩემპიონატი

6-გზის ჩემპიონი ჯოკოვიჩი Australian Open-ს 117-ე ადგილოსანმა ჩოგბურთელმა გამოთიშა

tennisearth.com

ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ს გამოეთიშა. შეხვედრის მეორე წრეში მსოფლიოს მეორე ჩოგანი დენის ისტომინთან დამარცხდა

მატჩი მელბურნ პარკის კორტებზე (7:6, 5:7, 2:6, 7:6. 6:4) დასრულდა.

29 წლის უზბეკი ჩოგბურთელი დენის ისტომინი მსოფლიო რეიტინგში 117-ე ადგილზეა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ისტომინმა ჟურნალისტებს განუცხადა, მატჩის მოგება მისთვისაც მოულოდნელი იყო.

"ძალიან ვწუხვარ ნოვაკის გამო, თუმცა დღევანდელი შედეგით მეც გაოცებული ვარ. ძალიან კარგად ვითამაშე", - აღნიშნა ისტომინმა.

ცნობისთვის, 2014 წლის შემდეგ ნოვაკ ჯოვიჩისთვის Australian Open-ზე ეს პირველი დამარცხებაა.

კომენტარები