მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილ ზვავს მსხვერპლი მოჰყვა

EPA

იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, გრან სასოს მთასთან ახლოს მდებარე სასტუმროს, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილი ზვავი დაეცა.

იტალიის სამაშველო სამსახურის ცნობით, შემთხვევას მოჰყვა მსხვერპლი. მათი ინფორმაციით, ზვავის დროს სასტუმროში 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სულ მცირე, 20 ტურისტი და 7 თანამშრომელი. ჯერჯერობით მხოლოდ 2 ადამიანია ნაპოვნი და გადარჩენილი. დანარჩენები კი ამ დრომდე თოვლის ქვეშ არიან მოყოლილები.

გუშინ ცენტრალურ იტალიაში, დროის მოკლე პერიოდში ზედიზედ 4 მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები