ქონებრივი დეკლარაცია

რა ქონებას ფლობს ირმა ინაშვილი

ტაბულა

ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. ირმა ინაშვილის დეკლარაციის მიხედვით, მან 2017 წელს $14 ათასად მაღალი გამავლობის ავტომობილი NISSAN ARMADA შეიძინა.

ირმა ინაშვილის ქონებრივი დეკლარაცია:

ორი ბინა, ერთი თბილისში თამარაშვილის 13-ში, 90 კვადრატული მეტრის ფართის, რეგისტრირებულია ინაშვილის მეუღლე კახაბერ კევლიშვილზე. მეორე ბინა - ბორჯომში, 49 კვარდატული მეტრის ფართის, რეგისტრირებულია ირმა ინაშვილზე.

სამი მიწის ნაკვეთი - თბილისში დიდ დიღომში 110 კვადრატული მეტრის ფართის, რეგისტრირებულია კახაბერ კევლიშვილზე. ორი ნაკვეთი - 2.1 ათასი კვადარატული მეტრის ფართის სოფელ ბაზალეთში და 330 კვადრატული მეტრის ფართის თბილისში - ორივე მიწის ნაკვეთი ირმა ინაშვილის საკუთრებაა.

ირმა ინაშვილმა დეკლარაციაში 2017 წელს შეძენილი მაღალი გამავლობის ავტომობილი NISSAN ARMADA-ც მიუთითა, რომელშიც $14 ათასი გადაიხადა.

დეკლარაციაში მოხვდა $7 ათასად შეფასებული ოქროს ბეჭედიც, რომელიც ინაშვილმა საჩუქრად დედისგან მიიღო.

ინაშვილმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2016 წელს მისი შემოსავალი 10.2 ათასი ლარი იყო. ინაშვილის შემოსავალი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 5 844 ლარი იყო. 

კომენტარები