სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება

გერმანიის პარლამენტმა კანაფის სამედიცინო მოხმარების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

DPA

Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანიის პარლამენტმა კანაფის სამედიცინო მოხმარების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. პარლამენტის წევრებმა კანონპროექტს ანონიმურად მისცეს ხმა.

კანონპროექტის შესაბამისად, კანაფის შეძენა ექიმის რეცეპტით ადგილობრივ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი.

გერმანელი ექიმების აზრით, მარიხუანას შეუძლია კიბოს მკურნალობაშიც შეიტანოს წვლილი, მაგალითად, მათთვის, ვისაც ქიმიოთერაპიის შემდეგ გულისრევის შეგრძნებები აწუხებთ. ასევე მარიხუანა აუმჯობესებს მადას და ხელს უწყობს წონის კლებას, სასარგებლოა გაფანტული სკლეროზის დროსაც.

კანაფის სამედიცინო მოხმარების ლეგალიზაციისთვის გერმანიაში მემარცხენე და მწვანეთა პარტიები წლების განმავლობაში იბრძოდნენ.

კანაფის სამედიცინო მიზნით შეძენა უკვე დაშვებულია საფრანგეთში, კანადასა და ამერიკის ზოგ შტატში.

გარდა ამისა, პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობისთვის სხვა გზა არ ექნებათ, კანაფის შეძენის თანხას გერმანიის სამედიცინო დაზღვევა აუნაზღაურებს.

კომენტარები