მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში, აბრუცოს რეგიონში მომხდარ ზვავს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, გრან სასოს მთასთან ახლოს მდებარე სასტუმროს, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილი ზვავი დაეცა.

იტალიის სამაშველო სამსახურის ცნობით, ზვავს მხოლოდ ორი ადამიანი გადაურჩა, რომლებიც სტიქიის დროს შენობის გარეთ იმყოფებოდნენ. სასტუმროში შიგნით მყოფი ადამიანები, სავარაუდოდ, დაიღუპნენ. მაშველებმა, ჯერჯერობით მხოლოდ 3 მათგანის გვამებს მიაკვლიეს, 35-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

მაშველებს მუშაობაში ხელს დიდთოვლობა უშლის.

გუშინ ცენტრალურ იტალიაში, დროის მოკლე პერიოდში ზედიზედ 4 მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები