ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დღეს, 14:00-ზე, სპორტის სასახლეში ენმ ყრილობას გამართავს

დღეს, 14:00-ზე, სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართება. ღონისძიებაზე 7 ათასი დელეგატი და 3 ათასი სტუმარია მიწვეული. დელეგატები აირჩევენ პოლიტსაბჭოს წევრებსა და მის თავმჯდომარეებს.

„ყრილობაზე იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ასევე, ყრილობა აირჩევს დაახლოებით 100-კაციან პოლიტსაბჭოს. პოლიტსაბჭოს ეყოლება ორი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანათავმჯდომარე, რომელსაც აირჩევს ყრილობა. თავისუფალი დარჩება პარტიის თავმჯდომარის პოსტი და სანამ მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლოდ დევნილი საკუთარი ქვეყნიდან, ამ პოსტზე ჩვენ არავის ავირჩევთ. ისევე როგორც გენერალური მდივნის პოსტი ასევე იქნება ბატონი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც არის პოლიტპატიმარი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, გუშინ ენმ-ში დაადასტურეს, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეები ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი იქნებიან.

კომენტარები