ტრამპის ინაუგურაცია

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მუსიკალური ნაწილი - სრული "კრახი "

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის კონცერტი, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, დამსწრე საზოგადოებამ "არამიმზიდველად" და სრულ ფიასკოდ შეაფასა.

ინაუგურაციის ცერემონიაზე გამომსვლელთა რიცხვი წინამორბედების ინაუგურაციასთან შედარებით, გაცილებით მცირერიცხოვანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრ ვარსკლავს არ სურდა ასოცირებული ყოფილიყო დონალდ ტრამპთან.

კონცერტზე გამომსვლელები ძირითადად Country-ის მომღერლები იყვნენ.

გასულ წლებში, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ბიონსე, ელტონ ჯონი ან ანდრეა ბოჩელი ასრულებდნენ. არცერთი მათგანი კონცერტის გამომსვლელებს შორის არ ყოფილა.

აშშ-ის ჰიმნი "America's got talent"-ის მონაწილე ჯეკი ევანკომ შეასრულა.

დონალდ ტრამპი ფიცს დღეს, საქართველოს დროით 9 საათზე დადებს.

კომენტარები