კალათბურთი

ზაზა ფაჩულია NBA All Star-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

Getty Images

ზაზა ფაჩულია NBA All Star-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა.

ფაჩულიამ გულშემატკივრებისგან 1 528 941 ხმა მიიღო და დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებს შორის მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა All Star-ის სასტარტო ხუთეულში მოხვედრისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან წელს ხუთეულის არჩევის ახალი წესი მოქმედებდა.

წელს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის მოთამაშეებს გულშემატკივრების გარდა, თავად კალათბურთელები და მედიის წარმომადგენლებიც ირჩევდნენ. ახალი წესის თანახმად, ფანების მიერ მიცემული ხმები საბოლოო შედეგის 50 %-ს შეადგენს, 25 % NBA-ის მოქმედ მოთამაშეებს, მეორე 25 % კი მედიის წარმომადგენლებს ერგებათ. ფაჩულიას მხარი 19-მა მოთამაშემ დაუჭირა, მედიის მხრიდან კი მხარდაჭერა თითქმის არ ჰქონია. კალათბურთელების ხმებით ფაჩულიამ მე-12 ადგილი დაიკავა, ჟურნალისტების ხმებით კი - მე-10.

All Star-ის სათადარიგო 7-7 კაცს კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდების მწვრთნელები აირჩევენ. დასავლეთის გუნდს წელს სტივ კერი წვრთნის, რომელიც გოლდენ სტეიტ უორიორსის მწვრთნელია. მისი არჩევანი 26 იანვარს გახდება ცნობილი.

ALL STAR-ი 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში გაიმართება.

სასტარტო ხუთეულები კი ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია

ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო ბულსი)

იანის ანტეტოკუნმპო (მილოუკ ბაქსი)

ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდ კავალიერსი)

დემარ დეროუზანი (ტორონტო რაპტორსი)

კაირი ირვინგი (კლივლენ კავალიერსი)

დასავლეთი კონფერენცია

ენტონი დევისი (ნიუ ორლეან პელიკანსი)

კავაი ლეონარდი (სან ანტონიო სპურსი)

კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტ უორიორსი)

ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი)

სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორსი)

კომენტარები