კრიმინალი

შსს: რუსთავში ქალმა აფთიაქიდან კრემები და დეზადორები მოიპარა

Getty Images

რუსთავში ქალმა "იმპექსის" აფთიაქიდან დაახლოებით 240 ლარის ღირებულების დეზადორი და კრემი მოიპარა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-ში მიაწოდეს. უწყების ცნობით, შემთხვევა 12 იანვარს მოხდა, თუმცა სამმართველოში შეტყობინება 19 იანვარს შევიდა.

"აფთიაქის თანამშრომლების მიერ პოლიციაში გაკეთებული შეტყობინების თანახმად, დაახლოებით 240 ლარის ღირებულების კრემი და დეზოდორანტია მოპარული. ვიდეოკამერების ჩანაწერიდან დგინდება, რომ აფთიაქში ორი ქალი შევიდა, რომელთაგან ერთმა ქურდობის ფაქტი ჩაიდინა. ამ ეტაპზე სავარაუდო ბრალდებულის ვინაობის დადგენის და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს",- ამბობენ სამინისტროში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები