იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, გრან სასოს მთასთან ახლოს მდებარე სასტუმროდან, რომელსაც გუშინწინ ზვავი დაეცა, 8 ადამიანი გამოიყვანეს.
მაშველებს იმედი არ ჰქონდათ, რომ სასტუმროში დარჩენილი ადამიანებიდან, რომელიმე ცოცხალი იქნებოდა, რადგან ამ ადამიანებმა ზვავის ქვეშ 40 საათზე მეტი გაატარეს.
იტალიის სამაშველო სამსახურის ცნობით, ზვავს ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით 10 ადამიანი გადაურჩა.
გარდა ამისა, მაშველებმა, სასტუმროდან 3 ადამიანის გვამი გამოიტანეს, 27 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
მაშველებს მუშაობაში ხელს დიდთოვლობა უშლის.