დონალდ ტრამპის ინაუგურაცია

დონალდ ტრამპი: ამ დღის შემდეგ მხოლოდ ამერიკა იქნება პირველი, ამერიკა იქნება პირველი

დონალდ ტრამპის საინაუგურაციო მიმართვა
trbimg.com

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტი უკვე დაიკავა. მისი საინაუგურაციო გამოსვლა განსაკუთრებით მკვეთრი  ტექსტით გამოირჩეოდა, პრეზიდენტის თქმით, მისი ინაუგურაციით ხალხს ძალაუფლება დაუბრუნდა. საინაუგურაციო გამოსვლაში ტრამპმა დიდი დრო დაუთმო გაჩერებულ ქარხნებსა და უმუშევრად დარჩენილ მილიონობით ამერიკელზე საუბარს, რისთვისაც მისი ადმინისტრაცია გეგმავს "შეაჩეროს უცხოეთში ქარხნებისა და სამუშაო ადგილების გადინება და დააბრუნოს წარმოება ამერიკაში". ტრამპის თქმით, იმოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი - "იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი". ტრამპს სიტყვით გამოსვლა აპლოდისმეტნებით არაერთხელ შეაწყვეტინეს.

დონალდ ტრამპის საინაუგურაციო მიმართვა ამერიკელ ხალხსა და მსოფლიოს:

დღევანდელი ცერემონიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც დღეს, ჩვენ არა მხოლოდ ერთიდან მეორე ადმინისტრაციას გადავცემთ ხელისუფლებას, არამედ ჩვენვაშინგტონს ვართმევთ ძალაუფლებას და გიბრუნებთ თქვენ, ხალხს.

(ტაში)

წლების მანძილზე მცირე ჯგუფი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ძალაუფლების მოსავალს მოიმკიდა, მაშინ როდესაც, ხალხს ამის ფასის გადახდა უწევდა. პოლიტიკოსები მდიდრებოდნენ, ქვეყანაში კი სამუშაო ადგილები ქრებოდა, ქარხნები ჩერდებოდა.

პოლიტიკური ეტსაბლიშმენტი საკუთარ თავს იცავდა და არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მათი გამარჯვებები არ იყო ჩვენი გამარჯვება, მათი ზეიმი არ იყო ჩვენი ზეიმი, და სანამ ისინი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ზეიმობდნენ, გაჭირვებულ მოსახლეობას საზეიმოდ მიზეზი არ ჰქონდა.

(ტაში)

ამ ყველაფრის ცვლილება იწყება აქ და ახლა, რადგანაც ეს თქვენი მომენტია, ის თქვენ გეკუთვნით.

(ტაში)

ეს წუთი ეკუთვნის ყველას, ვინც აქაა შეკრებილი და ყველას ვინც მას მთელი ქვეყნის მასშტაბით უყურებს. ეს თქვენი დღეა, ეს თქვენი ზეიმია, და ეს არის შეერთებული შტატები, თქვენი ქვეყანა.

(ტაში)

იმას კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაშია, მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენი მთავრობა ხალხის მიერ იმართებოდეს.

(ტაში)

2017 წლის 20 იანვარი, ჩაიწერება დღედ, როდესაც ხალხს გადაეცა ამ ქვეყნის მმართველობა.  

(ტაში)

ისინი, ვინც აქამდე იყო დავიწყებული, ამიერიდან არ იქნებიან მივიწყებულნი,

(ტაში)

ახლა ყველა გისმენთ თქვენ. თქვენ, რომლებიც მოხვედით ათობით მილიონობით, რათა გამხდარიყავით ნაწილი ამ ისტორიული მოვლენისა, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს.

(ტაში)

და ამ გადამწყეტ წუთში, ქვეყანა არსებობს, რათა ემსახუროს მის მოქალაქეებს. ამერიკელებს სურთ საუკეთესო სკოლები მათი შვილებისთვის, უსაფრთხო სამეზობლოები მათი ოჯახებისთვის და ღირსეული სამუშაო ადგილები მათთვის. ეს გახლავთ ჩვენი ღირსეული მოსახლეობის, ღირსეული და საფუძვლიანი მოთხოვნები. 

მაგრამ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის, განსხვავებული რეალობა არსებობს: დედები და ბავშვები ჩვენსავე ქალაქებში სიღარიბეს ებრძვიან. დაჟანგებული ქარხნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიცვალებულთა საფლავებივით გამოიყურებიან; ჩვენი განათლების სისტემა ფულში იხრჩობა, ჩვენი ახალგზარდა და მშვენიერი სტუდენტები კი ამ სისტემისგან სარგებელს ვერ იღებენ; ქუჩებში კი კრიმინალი მძვინვარებს. კრიმინალურმა დაჯგუფებებმა და ნარკოტიკებმა უამრავი სიცოცხლე შეიწირეს და ჩვენი ქვეყანა გაძარცვეს, რომლის უზარმაზარი პოტენციალიც რეალიზაციის გარეშე დარჩა.

ეს ამერიკული სასაკლაო აქ და ახლა გაჩერდება.

(ტაში)

ჩვენ ვართ ერთიანი ერი, თქვენი ტკივილი ჩვენი ტკივილია. თქვენი ოცნებები ჩვენი ოცნებებია და თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა. ჩვენში საერთო გული ძგერს, ერთი სახლი და ერთი დიადი დანიშნულების ადგილი. ფიცი, რომელსაც ახლა წარმოვთქვამ არის ფიცი ყველა ამერიკელის წინაშე.

(ტაში)

მრავალი ათწლეულის მანძილზე, ჩვენ ვამდიდრებდით უცხოურ წარმოებას ამერიკული წარმოების ხარჯზე, ჩვენს სამხედრო სუბსიდიებს იღებდნენ სხვა ქვეყნები როცა ჩვენი ჯარი დაღმავლობას განიცდიდა. ვიცავდით სხვა ქვეყნების საზღვრებს, მაშინ როდესაც საკუთარი საზღვრების დაცვას ვუგულვებყოფდით.

(ტაში)

იხარჯებოდა ტრილიონობით და ტრილიონობით დოლარი საზღვარგარეთ, ეს კი მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა ნადგურდებოდა. ჩვენ გავხადეთ სხვა ქვეყნები მდიდრები, ამასობაში კი ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და სიმდიდრე სადღაც ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარდა.

ერთი მეორეს მიყოლებით, ქარხნები იხურებოდა და უცხოეთში გადადიოდა, ეს კი მაშინ, როდესაც მთავრობაში არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს მილიონობით ამერიკელის უმუშევრად დარჩენას იწვევდა. ამის გამო კი ჩვენი საშუალო ფენის სიმდიდრე გაქრა და მსოფლიოს ირგვლივ გადანაწილდა. 

წარსული არის წარსული. და ჩვენ დღეს ვიყურებით მხოლოდ წინ, მომავლისკენ.

(ტაში)

ჩვენ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რათა ახალი წესი იქნეს მოსმენილი ყველა ქალაქში, მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, და გადაწყვეტილების მიმღებთა ოთახებში.  ამ დღიდან მომავალში, ჩვენს ქვეყანას ახალი ხედვა წარმართავს. ამ დღის შემდეგ, მხოლოდ ამერიკა იქნება პირველი, ამერიკა იქნება პირველი.

(ტაში)

ყველა გადაწყვეტილება; ვაჭრობაზე, გადასახადებსა, იმიგრაციაზე და საგარეო ურთიერთობებზე იქნება ამერიკელი მუშებისა და ამერიკული ოჯახებისთვის კეთილდღეობის მომტანი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები ზიანისგან, სხვა ქვეყნების მიერ ჩვენი პროდუქციის დამზადებისგან, ჩვენი ქვეყნიდან კოპმანიების მოპარვისგან  და ჩვენი სამუშაო ადგილების განადგურებისგან.

(ტაში)

ეს დაცვა იქნება საწინდარი დიდი აღმავლობისა და სიძლიერის. მე ვიბრძოლებ თქვენთვის ჩემი თითოეული ამოსუნთქვისას და მე თქვენ არასდროს გაგიცრუებთ იმედებს. 

(ტაში)

ამერიკა ისევ დაიწყებს გამარჯვებას, ისეთ გამარჯვებას, როგორიც აქამდე არავის უნახავს.

(ტაში)

ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს სამუშაო ადგილებს, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს საზღვრებს, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სიმდიდრეს და ყველა ერთად ჩვენს ოცნებას ავიხდენთ.

(ტაში)

ჩვენ ავაშენებთ ახალ გზებსა და მაგისტრალებს, ხიდებსა და აეროპორტებს, გვირაბებსა და ლიანდაგებს ჩვენი უმშვენიერესი ქვეყნის გარშემო. ჩვენი მოსახლეობა დაუძვრება გაჭირვებას და დაიბრუნებს სამუშაოს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენ თავიდან, ამერიკული მუშა ხელის ხელებით ავაშენებთ.

(ტაში)

ჩვენ ვიმოქმედებთ ორი მარტივი წესის მიხედვით; იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი.

(ტაში)

ჩვენ ვეძიებთ მშვიდობასა და კეთილ ნებას მსოფლისო სხვა ერებთან, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ყველა ქვეყანა საკუთარ ინტერესს, ყველაზე წინ აყენებს. ჩვენ არ გვსურს ჩვენი ცხოვრების წესის ვინმესთვის თავზე მოხვევა, პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ ჩვენ ვბრწყინავდეთ, როგორც ნათელი მისაბაძი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის.

(ტაში)

ჩვენ განვამტკიცებთ ძველ კავშირებს და დავამყარებთ ახალ კავშირებს რათა გავაერთიანოთ მთელი ცივილიზებული სამყარო რადიკალური ისლამიზის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ პირისაგან მიწისა აღმოვფხვრით.

(ტაში)

ჩვენი პოლიტიკის ქვეკუთხედი იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისადმი აღმატებული მთელი ძალიებით მსახურება. ჩვენ ხელახლა აღვადგენთ ჩვენს ერთგულებას ერთმანეთის მიმართ.

(ტაში)

ბიბლია გვასწავლის, თუ რა კარგი და სასიამოვნოა, როდესაც ღვთის ხალხიერთიანია. ჩვენ უნდა ვიყოთ გონებამახვილები, შევინარჩუნოთ სოლიდარობა ერთმანეთთან კამათის დროსაც. როდესაც ამერიკა ერთიანია, ამერიკას ვერაფერი შეაჩერებს.

(ტაში)

ჩვენში არ უნდა იყოს შიში. ჩვენ ვართ დაცული და ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ ვიქნებით დაცული იმ ღირსეული ქალებისა და კაცების მიერ, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და კანონის დაცვას ემსახურებიან. და რაც მთავარია, ჩვენ ღმერთი გვმფარველობს. 

(ტაში)

ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ დიდზე, ჩვენი ოცნებები კიდევ უფრო დიდი უნდა იყოს. ამერიკაში ჩვენ გვესმის, რომ ქვეყანა ცოცხლობს იქამდე, სანამ ის იბრძვის. ჩვენ აღარ მივიღებთ პოლიტიკოსებს, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ და საქმეს არ აკეთებენ, მუდმივად წუწუნებენ, საქმის გასაკეთებლად კი სათანადო ღონეს არ ხმარობენ,

(ტაში)

ცარიელი სიტყვებისთვის დრო დასრულდა. ახლა მოქმედების დრო დადგა.

(ტაში)

არ მისცეთ არავის უფლება, რომ გითხრან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. ვერცერთი გამოწვევა ვერ შეედრება იმ სულისკვეთებას და ძალას რაც ამერიკაში, თქვენში სუფევს. ჩვენ არ დავმარცხდებით, ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კეთილდღეობას დაიბრუნებს.

ჩვენ ახალი ათასწილეულის დასაბამზე ვდგავართ, ვემზადებით რათა კოსმოსის საიდუმლოები აღმოვაჩინოთ, ვემზადებით რათა სნეულებათა ტანჯვისგან განვკურნოთ დედამიწა, რათა შევქმნათ და მოვიპოვოთ ხვალინდელი დღის ტექნოლოგიები. ახალი, ეროვნული სიამაყე ახალი შთაგონებით აგვავსებს და არსებულ უთანხმოებებს განკურნავს. 

დროა გავიხსენოთ, ჩვენი ჯარისკაცების სიბრძნე, რომელიც არასდროს უნდ ა დაგვავიწყდეს, რომ იმისდა მიუხედავად, თეთრი კანი გვაქვს თუ შავი, ჩვენ ყველას წითელი სისხლი გვდის, და ეს სისხლი პატრიოტების სისხლია.

(ტაში)

ჩვენ ყველა ვიზიარებთ და პატივს ვცემთ ჩვენს თავისუფლებებს და პატივს მივაგებთ დიად ამერიკულ დროშას.

(ტაში)

და როდესაც დეტროიტის გარეუბანში, ან ნებრასკას ქარიან მინდვრებში, ღამით ყველანი მაინც ერთ ცას შეჰყურებენ, მათი გულები ერთნაირი ოცნებებითაა აღვსილი და მათში ყველაში არის გაბნეული ერთი შემოქმედის სუნთქვა და ცხოვრება. 

(ტაში)

ყველა ამერიკელს, ყოველ ქალაქსა და სოფელში, მთიდან - მთამდე, ოკეანიდან - ოკეანემდე, გესმოდეთ ეს სიტყვები - თქვენი ხმა არასდროს დარჩებით ყურადღების მიღმა. 

(ტაში)

თქვენი ხმა, თქვენი იმედები და თქვენი ოცნებები განსაზღვრას ამერიკის ბედს. და თქვენი შემართება და თქვენი კეთილშობილება და სიყვარული ჩვენ სამუდამოდ გაგვიძღვება უკეთესობის გზაზე.

ერთად, ჩვენ ამერიკას ისევე ძლიერ გავხდით. ჩვენ ამერიკას ისევ მდიდარს გავხდით. ჩვენ ამერიკას ამაყს გავხდით. ჩვენ ამერიკას ისევ უსაფრთხოს გავხდით და დიახ, ერთად ჩვენ ამერიკას დავუბრუნებთ სიდიადეს. 

(ტაში)

დიდი მადლობა ყველას და ღმერთმა დალოცოს ამერიკა.

(ტაში)

დიდი მადლობა

(ტაში)

დაე ღმერთმა დალოცოს ამერიკა.

კომენტარები