ევროვიზია 2017

ევროვიზია 2017-ზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს

ევროვიზიის 2017 წლის კონკურსზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. ის შეასრულებს სიმღერას - “Keep the Faith!”.

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა.

ევროვიზიის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსის ნახევარფინალები 9 და 11, ფინალი კი, 13 მაისს ჩატარდება.

კომენტარები