ავტოავარია იტალიაში

სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად, იტალიაში 16 ადამიანი დაიღუპა

VIGILI DEL FUOCO

ჩრდილოეთ იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 39 - დაშავდა. ავტობუსს უნგრული სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა. ისინი ზამთრის არდადეგების შემდეგ, საფრანგეთიდან ბუდაპეშტში ბრუნდებოდნენ. ავტოავარია ვერონასთან ახლოს მოხდა.

BBC იტალიური ახალი ამბების სააგენტო “ანსა”-ზე დაყრდნობით წერს, რომ მგზავრების უმეტესობა (ძირითადად, 14-18 წლის ბიჭები) ანძასთან შეჯახების შედეგად ავტობუსიდან გადმოცვივდა. ავტობუსს შეჯახების შემდეგ ცეცხლი წაეკიდა. 

კომენტარები