კრიმინალი

პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა, ბრალდებული შსს-დან გაათავისუფლეს და დააკავეს

ლაგოდეხში პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა. რუსთავი ორი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტს წინ რესტორანში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რაც მოგვიანებით შენობის გარეთ გაგრძელდა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელი ლაშა წიქარიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მომხდარს პროკურატურა იძიებს, რომელმაც ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები