იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1973 წელს დაბადებული შ.მ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „MAUZER-WERKE A.G.OBERNDORF“-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).

კომენტარები