ნარკოტიკები

სამართალდამცველებმა 159 აბი MDMA ამოიღეს

შსს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ს.კ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 159 აბი ნარკოტიკული საშუალება "მდმა" (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.კ-ს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები