თეთრი სახლი

ტრამპისთვის ოვალური კაბინეტის ინტერიერი ოქროსფრად გადააკეთეს

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი
Getty Images

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ოვალური კაბინეტის ინტერიერის დეტალები ოქროსფერით შეცვალეს. კიდევ ერთი სიახლე, რაც ტრამპმა ოვალურ ოფისში შეიტანა, უინსტონ ჩერჩილის ბიუსტია, რომელიც ტონი ბლერმა ჯორჯ ბუშ უმცროსს აჩუქა და ოვალურ კაბინეტში 2009 წლამდე იდგა.

ოვალური კაბინეტი
ფოტო: Getty Images
ოვალური კაბინეტის ინტერიერის ძირითადი ნაწილი და მისი დეკორაცია უცვლელია, ტრამპი მეცხრამეტე პრეზიდენტია, რომლის სამუშაო მაგიდაც 1879 წელს დამზადებული მაგიდა რეზოლუტი იქნება.

 

ტრამპის პენთჰაუსი ნიუ-იორკში


ფოტო: Getty Images

კომენტარები