სტიქია აშშ-ში

ჯორჯიისა და მისისიპის შტატებში შტორმს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, ჯორჯიისა და მისისიპის შტატებში შტორმს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულთაგან 14 მათგანი, უამინდობას ჯორჯიის შტატში ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორის ნათან დილის თქმით, შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

4 ადამიანი კი მისისიპის შტატში შაბათს მომხდარ ტორნადოებს ემსხვერპლა.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ფლორიდის შტატის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი ქარები. თუმცა შტორმისა და ტორნადოების განმეორება ნაკლებად მოსალოდნელია.

კომენტარები