გიგი უგულავას გათავისუფლება

აგრამუნტი: პოლიტპატიმრები ჩვენი გამოწვევაა, მივესალმები უგულავას გათავისუფლებას

პედრო აგრამუნტი
http://www.epp-cd.eu/

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით პედრო აგრამუნტი აირჩიეს. აგრამუნტმა შესავალ სიტყვაში გიგი უგულავა, ნადია სავჩენკოსთან ერთად, პოლიტპატიმრად მოიხსენია და მათ გათავისუფლებას მიესალმა.

"ჩვენი ღირებულებებისა და სტანდარტებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პოლიტიკური პატიმრების არსებობაა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გადავწყვიტე, ამ საკითხისთვის განსაკუთრებული ყურადღება დამეთმო. ვუბიძგებდი ნადია სავჩენკოსა და გიორგი უგულავას გათავისუფლებისკენ, ველაპარაკებოდი აზერბაიჯანის მთავრობას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე. ამ ნაბიჯებმა, რომელთა განხორციელებაში მარტო არ ვიყავი, შედეგი გამოიღო. რუსეთსა და საქართველოში, სავჩენკო და უგულავა გაათავისუფლეს, ასევე აზერბაიჯანში გაათავისუფლეს სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი. მივესალმები ამ წინ გადადგმულ ნაბიჯებს“, - აღნიშნა პედრო აგრამუნტმა.

მეორე ვადით არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა.

კომენტარები