ლიტერატურა

ლიტერატურის შედევრებზე შექმნილი სასაცილო და მინიმალისტური სპოილერები

Facebook/ Wrong Hands

ილუსტრატორმა ჯონ ეტკინსონმა (ასევე ცნობილმა, როგორც Wrong Hands) ყველასთვის საყვარელ ლიტერატურის შედევრებზე სასაცილო და მინიმალისტური სპოილერები შემოგვთავაზა. "შემოკლებული კლასიკისა" და "(უფრო მეტი) შემოკლებული კლასიკის" სერიებში ეტკინსონი სულ 12 წიგნს მიმოიხილავს და ყველაზე მოკლე გზით აღწერს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებს.

შემოკლებული კლასიკა

ლევ ტოლსტოი "ომი და მშვიდობა" - ყველა მოწყენილია. თოვს.

ჯონ სტაინბეკი "მრისხანების მტევნები" - ფერმერობა უაზრობაა. მოგზაურობა! მოგზაურობა უაზრობაა.

მიგელ დე სერვანტესი "დონ კიხოტი" - ბიჭი თავს ესხმის ქარის წისქვილებს. თან შეშლილია.

ერნესტ ჰემინგუეი "მზეც ამოვა" - დაკარგული თაობა დათვრება. მაინც დაკარგულებად რჩებიან.

ჰერმან მელვილი "მობი დიკი" - კაცი ვეშაპის წინააღმდეგ. ვეშაპი იგებს.

ჯეიმს ჯოისი "ულისე" - დუბლინი, რაღაც, რაღაც, რაღაც. გრამატიკულად გაუმართავი წინადადება.


ფოტო: Facebook/ Wrong Hands

(უფრო მეტი) შემოკლებული კლასიკა

ჰომეროსი "ოდისეა" - ომის ვეტერანს მთელი მარადისობა სჭირდება სახლში დასაბრუნებლად, შემდეგ იქ ყველას კლავს.

ემილი ბრონტე "ქარიშხლიანი უღელტეხილი" - დობილ-ძმობილს ერთმანეთი უყვარდებათ. ნისლია.

ჰენრი დევიდ თორო "უოლდენი" - კაცი გარეთ ზის ორი წლის განმავლობაში. არაფერი ხდება.

ფიოდორ დოსტოევსკი "დანაშაული და სასჯელი" - მკვლელი თავს ცუდად გრძნობს. აღსარებები. მიდის ციხეში. თავს უკეთ გრძნობს.

ანონიმური ავტორი "ბეოვულფი" - გმირი ურჩხულს კლავს. ბლა. ბლა. ბლა. ბლა. დრაკონი კლავს გმირს.

დანტე ალეგიერი "ინფერნო (დანტეს ჯოჯოხეთი)" - ყველანაირი ჯოჯოხეთი გარეთ აღწევს.


ფოტო: Facebook/ Wrong Hands

ეტკინსონი თავის ნამუშევრებს Facebook-ის საშუალებით ავრცელებს. მის გვერდზე სხვა ნამუშევრების დათვალიერებასაც შეძლებთ.

კომენტარები