აშშ

ტრამპი: ჩვენ ავაშენებთ კედელს მექსიკის საზღვარზე

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ დღეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობის დღე იქნება. გარდა ამისა, ტრამპა დააანონსა ისიც, რომ მექსიკის საზღვარზე კედელი აშენდება.

"ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი დღეა. ყველაფერთან ერთად ჩვენ ავაშენებთ კედელს", - წერს ტრამპი. 

მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის საარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. 

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ტრამპი სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერებაზე განკარგულებას გასცემს.

კომენტარები