მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

საკონსტიტუციო კანაფის მოყვანაზე სარჩელებს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქეების ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციურ სარჩელებს (რეგისტრაციის N701,722,725), რომლითაც გასაჩივრებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანანოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოცემული ქმედებებისათვის დაწესებული სანქცია - თავისუფლების აღკვეთა - წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს, ვინაიდან კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად და არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა, პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი. 

მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანანოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ აწესებენ თავისუფლების აღკვეთას. 

კომენტარები