არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი

სასამართლომ არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულს გირაო შეუფარდა

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

სასამართლომ 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე ბრალდებულ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურ კ.ფ-ს წინა 10 000 ლარის ოდენობით აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყებისვე ცნობით, ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების  აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. 

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი, რომელთანაც სკოლის მანდატურმა სქესობრივი კავშირი დაამყარა, ორსულად არის. სხვადასხვა მედიასთან საუბარში, 15 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ თანახმაა, მისი შვილი 40 წლის კ.ფ-მ ცოლად მოიყვანოს.

კომენტარები