ძალადობა

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

გიორგი გასვიანი

პოლიციელისა და მისი მეგობრების მიერ ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემისა და მასზე მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაცია პროკურატურამ ტაბულას დაუდასტურა.

დაკავებულებს გამოძიება ცემასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

ჟურნალისტი გიორგი გასვიანი 2016 წლის 18 დეკემბერს ბორჯომში აწ უკვე ყოფილმა პოლიციელმა და მისმა ორმა მეგობარმა სცემეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც გასვიანს მოყინულ გზაზე ავტომობილი მოუცურდა, სამი პირი კი მას ადანაშაულებდა, რომ მათი მოკვლა ჰქონდა განზრახული. ბრალდებულებმა, გასვიანის თქმით, ის მანქანიდან გადმოიყვანეს და სცემეს.

კომენტარები