ტენდერები

IDFI: გამარტივებული ტენდერების გაუქმება ცალსახად დადებითი ცვლილებაა

flickr.com

პარლამენტში მთავრობიდან შევიდა საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი, რომლის შედეგადაც გაუქმდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერების პროცედურა.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, შემსყიდველ ორგანიზაციებს 200 ათას ლარამდე ტენდერების გამარტივებული წესით ჩატარების უფლება ჰქონდათ. ტენდერში მონაწილეობისთვის კი პოტენციურ მომწოდებლებს მინიმალური დრო სამდღიანი ვადა ჰქონდათ მიცემული. ეს დრო იმდენად მოკლეა, რომ მასში ნებისმიერ კომპანიას გაუჭირდება სათანადო დოკუმენტაციის მომზადება ტენდერში წარსადგენად. ხშირ შემთხვევაში გამარტივებული ტენდერის მიმდინარეობა კორუფციულ რისკებს წარმოშობდა.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ტენდერების უმეტესობა (70%-ზე მეტი) სწორედ გამარტივებული ელექტრონული პროცედურით ტარდებოდა. მათი დიდი ნაწილი (31%) კი უშედეგოდ სრულდებოდა. ამ ტიპის ტენდერების გაუქმება კი დადებით ცვლილებას წარმოადგენს.

ტენდერების რაოდენობა პროცედურის მიხედვით


ფოტო: idfi.ge

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ტენდერებზე დავების საბჭოს მოქმედების წესები, რაც, IDFI-ის შეფასებით, გარკვეულ რისკებს შეიცავს.

კომენტარები