სოციალური ქსელები

თეთრი სახლის სპიკერმა Twitter-ზე სავარაუდოდ თავისი პაროლი გამოაქვეყნა

თეთრი სახლის სპიკერი შონ სპაისერი
Reuters

თეთრი სახლის სპიკერმა შონ სპაისერმა თავის ოფიციალურ Twitter-ის ანგარიშზე @PressSec ორჯერ გამოაქვეყნა სიმბოლოებისა და ნომრებისგან შემდგარი რვა სიმბოლოიანი თვითი - n9y25ah7 და Apenbpuu.

შონ სპაისერის თვითები:


ფოტო: twitter.com/PressSec


ფოტო: twitter.com/PressSec

პრესსპიკერის თვითები საეჭვოდ ჰგავს სოციალური ქსელის პაროლებს, ამასთანავე, ისინი მის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება. თავად შონ სპაისერს მომხდართან დაკავშირებით განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები