დონალდ ტრამპის პოლიტიკა

აეროპორტში გაჩერებული ერაყელები ტრამპს და ამერიკის მთავრობას სასამართლოში უჩივიან

0 კომენტარი
ფოტო: NYDIAVELAZQUEZ

ერაყის მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს ნიუ იორკის აეროპორტში გააჩერეს და ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცეს,  პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 

შემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუშინ ხელმოწერილ განკარგულებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღით აეკრძალათ. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი.

ორი გაჩერებულიდან ერთი უკვე გაათავისუფლეს, ის ამერიკის შეიარაღებული ძალების ერაყის დანაყოფში 10 წლის მანძილზე თარჯიმნად მუშაობდა. მეორე კი კვლავ აეროპორტშია. ის ბაღდადში ბუღალტრად მუშაობს და ტექსასში ოჯახის მოსანახულებლად მიდიოდა. ორივე მათგანს ამერიკის მოქმედი ვიზები აქვთ. სასამართლოში სარჩელი მათმა ადვოკატებმა შეიტანეს.

CNN-ს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში შესვლას ვერც ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან მწვანე ბარათის მფლობელები მოახერხებენ.

მუსლიმების ქვეყანაში არშეშვება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაა, რის საშუალებითაც ის ტერორიზმის აღმოფხვრას ცდილობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები