დონალდ ტრამპის პოლიტიკა

ტრამპის მარცხი პრეზიდენტობის პირველივე კვირაში - მოსამართლემ დეპორტაცია შეაჩერა

independent.co.uk

ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება 7 მუსლიმური ქვეყნიდან ამერიკის ვიზის მფლობელების ან სხვა მოწმობების მქონე ადამიანების აეროპორტიდან დეპორტაციასთან დაკავშირებით.

ეს ნაბიჯი განიხილება კანონის პირველ წარმატებულ გამოყენებად ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მოგვიანებით ვირჯინიის, მასაჩუსეტსისა და ვაშინგტონის შტატებში.

ნიუ იორკის სასამართლოში საჩივარი ორი ერაყელის ადვოკატებმა შეიტანეს, რომლებიც ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში გუშინ გააჩერეს. მათ გარდა, BBC-ის ცნობით, 200-მდე ადამიანი შეაფერხეს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 იანვარს განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღით აეკრძალათ. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი.

ამერიკის აეროპორტებთან გუშინ ტრამპის გადაწყვეტილების გამო აქციები იმართებოდა.

მუსლიმების ქვეყანაში არშეშვება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაა, რის საშუალებითაც ის ტერორიზმის აღმოფხვრას ცდილობს.

კომენტარები