ხანძარი ბავშვთა სამყაროში

მინისტრის მოადგილე: როგორც ჩანს, ბავშვთა სამყაროს ცეცხლი ბაზრის ტერიტორიიდან მოედო

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი "ბავშვთა სამყაროს" შენობას ბაზრობის ტერიტორიიდან გადაედო. მალანიამ აღნიშნა, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დაველოდოთ გამოძიებას და ის პასუხს გასცემს ყველა კითხვას", - თქვა მალანიამ.

შს მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ხანძარზე რეაგირება დაგვიანებული არ ყოფილა.

"შეტყობინება 04:10-ზე შემოვიდა. 5-6 წუთში ადგილზე იყო 31 მანქანა და 200 კაცამდე მეხანძრე-მაშველი. რაც შეეხება რეაგირების დაგვიანებას, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული. დაგვიანებული იყო შეტყობინება. ინიციატორმა გვიან დარეკა, როგორც ჩანს, გვიან შეამჩნიეს ხანძარი. კერა, როგორც ჩანს, არის უკანა მხარე, თვითონ შენობაში არ არის, ბაზრობის ტერიტორიაა და მერე გადაედო "ბავშვთა სამყაროს", - ამბობს მერაბ მალანია.

"ბავშვთა სამყაროს" ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. დამწვარია მთლიანი შენობა და ე.წ. საბითუმო ბაზრობა. 

კომენტარები