ხანძარი ბავშვთა სამყაროში

აბაშიძე: "ბავშვთა სამყარო" კერძო საკუთრებაა, გამოძიება დაადგენს პასუხისმგებელ პირს

თბილისის მერია

"ბავშვთა სამყაროსთან" თბილისის მერის მოადგილე ლაშა აბაშიძე მივიდა. აბაშიძე ამბობს, რომ მოვაჭრეებმა შეიძლება სხვა ადგილას გააგრძელონ საქმიანობა.

"პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომ ასეთი ობიექტის მესაკუთრეებმა ასეთი გარემოებები დააზღვიონ, რომ არ მოხდეს ამხელა ზარალის და ზიანის მიყენება იმ მოვაჭრეებზე, რომლებიც აქ საქმიანობენ. ეს არის კერძო საკუთრება და გამოძიება დაადგენს, თუ რომელი მხარეა პასუხისმგებელი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სწორი კომუნიკაცია დავამყაროთ ამ ადამიანებსა და მესაკუთრეებს შორის, რომ იყოს ორგანიზებული და წავიდეთ იქით, რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ გარემოება - ეს შეიძლება იყოს სხვა საქმიანობა სხვა ადგილას, შეიძლება სხვა ადგილებზე გადავიდეს ეს ხალხი", - ამბობს აბაშიძე.

"ბავშვთა სამყაროში" ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები