ინციდენტი ზოოპარკში

ჩინეთის ერთ-ერთ ზოოპარკში ვეფხვმა ადამიანი სასიკვდილოდ დაგლიჯა

CHINA NEWS SERVICE

ჩინეთის ქალაქ ნინბოს ზოოპარკში ვეფხვმა ადამიანი სასიკვდილოდ დაგლიჯა.

ზოოპარკის დაცვას ვეფხვის მოკვლა მოუწია, დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილი ზოოპარკში ბილეთის გარეშე შესვლას ცდილობდა, ზოოპარკის კედელზე გადაძვრა და თავი ვეფხვების გალიაში ამოყო.

ინციდენტის შემდეგ ზოოპარკი დროებით დაკეტეს და დამთვალიერებლების მიღება ხვალიდან გაგრძელდება.

ვიდეო შეიცავს მძიმედ საყურებელ კადრებს.

კომენტარები