ბავშვთა სამყარო

მერია: "ბავშვთა სამყაროს" დემონტაჟზე ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია "ბავშვთა სამყაროს" ნაწილობრივ დემონტაჟთან დაკავშირებით უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაწილობრივი დემონტაჟის შემდეგ შესაძლებელი გახდება დაზარალებულთა ნივთების შენობიდან უსაფრთხო გამოტანა. 

"დღეს შენობაში იმყოფებოდნენ ექსპერტები, რომლებმაც სამაშველო სამსახურს ჩამონგრევის საფრთხის გამო შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს," - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ამ დროისთვის "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე, დემონტაჟის სამუშაოების ხელშეწყობისა და ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, 4 ცალი სანათი, ე.წ პროჟექტორი მონტაჟდება. 

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ამ შენობის სრული დემონტაჟის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას შესაძლო დემონტაჟთან დაკავშირებით, ადგილზე შეკრებილი ათასობით დაზარალებულის პროტესტი მოჰყვა. ისინი შენობაში შესვლას და გადარჩენილი საქონლის გადარჩენას ითხოვენ.  

"ახლაც გამოვიდნენ ისევ მეხანძრეები და თქვეს, რომ საცავი დაცულია. ანუ ხანძარმა ეს საცავი არ დააზიანა," - აღნიშნა თბილისის ვიცემერმა, ლაშა აბაშიძემ.

სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობას 26 სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის კერების აღმოფხვრას. 

დაახლოებით, 6 საათისთვის, ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ხანძრის კერები სრულად იყო ლიკვიდირებული, თუმცა შენობაში შესვლა მაინც სახიფათო იყო, ცოტა ხანში კი, ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რომ შენობიდან კვამლი გამოდიოდა, რისი მიზეზიც ხანძრის რამდენიმე კერა იყო. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები