ხანძარი ტიბაანის კულტურის სახლში

სოფელ ტიბაანში კულტურის სახლს ცეცხლი გაუჩნდა

Facebook/ ნინი ხატიაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ტიბაანში კულტურის სახლს დაახლოებით ერთი საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. უწყების ინფორმაციით, ხანძარი 800 კვ. მეტრზე იყო მოდებული და ადგილზე 18 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მათი თქმით, არავინ დაშავებულა.

შსს-ის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის ოდენობა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

უკვე 20 წელია, რაც ტიბაანის კულტურის სახლი არ ფუნქციონირებს. 

კომენტარები