ხანძარი ბავშვთა სამყაროში

"ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე მოვაჭრეებს ეტაპობრივად უშვებენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მოვაჭრეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე მათ ეტაპობრივად უშვებენ. თბილისის ვიცემერის ლაშა აბაშიძის თქმით, სპეციალურად მოწყობილი დერეფნის საშუალებით, სამართალდამცავების თანხლებით, შენობაში მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი მიმდინარეობს, რათა მათ საცავებში არსებული კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ.

ამასთან, თბილისის მერიაში საკოორდინაციო თათბირი დაიწყო. თათბირზე უნდა ისაუბრონ "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებისა და დაზარალებულთა შესაძლო დახმარების გზებზე.

"მას შემდეგ, რაც მოხდება განადგურებული პროდუქციის მოცულობის დადგენა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უსწრაფეს რეჟიმში მოახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას გადამხდელებზე იმისთვის, რომ მათ საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ განადგურებულ საქონელზე. გარდა ამისა, შემდეგ ინდივიდუალურად მოხდება შესწავლა თითოეული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების და დავალიანებები და ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული", - თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დაწყებამდე.

თათბირს ასევე ესწრებიან დიდუბის რაიონის გამგებელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები