აშშ-NATO

აშშ ბალტიის ქვეყნებში საბრძოლო ტანკებს განათავსებს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

მიმდინარე კვირაში, აშშ-ის არმია ბალტიის ქვეყნებში (რუსეთის საზღვრებთან) ტანკების გაგზავნას გეგმავს.

ცივი ომის შემდეგ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური მსგავსი ტიპის ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება იქნება იმის ნიშანი, რომ ვაშინგტონი ევროპელი პარტნიორების დაცვაზე ორიენტირებული რჩება.

პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებული ამერიკულ-პოლონური სამხედრო წვრთნების შემდეგ, M1A2 Abrams-ის ტიპის საბრძოლო ტანკებს ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში გადაიტანენ.

ტანკები ბალტიისპირეთში იმ დრომდე დარჩებიან, სანამ NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარზე ახალი ძალები განლაგდებიან.

უკანასკნელ დღეებში, ამერიკელი სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაში წვრთნებს ატარებენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ აშშ NATO-ს ერთგული რჩება და მზად არის რუსეთიდან წამოსულ ნებისმიერი ტიპის სამხედრო საფრთხეს წინ აღუდგეს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო წვრთნები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამდე იყო დაგეგმილი და, როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ევროპელი პოლიტიკოსები პირად საუბრებში წუხილსა და ეჭვს გამოთქვამდნენ - დარჩებოდა აშშ NATO-ს პოლიტიკის ერთგული თუ შეამცირებდა სამხედრო ჩართულობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები