ბალიში- 2-3 წელში ნებისმიერი ტიპის ბალიში მტვრის ბუდედ იქცევა და ფორმის ცვლილების გამო შესაძლოა კისრის ტკივილი გამოიწვიოსhttp://royal-linen.com/
ჩუსტი- 6 თვე. ჩუსტში იდეალური გარემოა სოკოვანი დაავადებების განვითარებისთვის, პრევენციისთვის საჭიროა გარეცხოთ ისინი რაც შეიძლება ხშირადbestheating.com
სამზარეულოს ღრუბელი- 2 კვირაopenlettersmonthly.com
აბაზანის ღრუბელი- 6 თვეwisegeek.com
პირსახოცი- 1-3 წელი. ხშირი რეცხვის მიუხედავად, სველი პირსახოცი არაჩვეულებრივი გარემოა ბაქტერიის ზრდისთვისshopmarriott.com/
კბილის ჯაგრისი- 3 თვე. რა თქმა უნდა, ჯაგრისი უნდა შეცვალოთ, როდესაც გაცვდება, თუმცა ჯაგრისი უნდა შეცვალოთ იმ შემთხვევაშიც თუ გაცივდით ან რამე ვირუსი გადაიტანეთ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ვირუსი პირის ღრუს საშუალებით გაგიმეორდეთnocookie.net
წყალბადის ზეჟანგი- ბოთლის გახსნიდან, 2 თვეში ზეჟანგი ჩვეულებრივ წყლად იქცევა. გაუხსნელი შეფუთვის შენახვა კი წელზე მეტ ხანს არ არის რეკომენდირებულიskinnymom.com
სავარცხელი- უნდა გაიწმინდოს კვირაში ერთხელ და შეიცვალოს ყოველწლიურად. http://masonpearson.com/
სუნამო- Eau de parfum და Parfum-ის სუნამოები, რომლებიც ეთერზეთებს შეიცავენ ვადა 3 წელი აქვთ, გახსნის შემთხვევაში კი 2 წელი, Eau de toilette გაუხსნელი 4 წლის, გახსნილი კი 2 წელია ვარგისიeco-generation.org
საწოვარა- უნდა შეიცვალოს 2-5 კვირაში ერთხელ. ლატექსის საწოვარები უნდა შეიცვალოს იმის და მიუხედავად თუ როგორ გამოიყურებიან ისინი ვიზუალურად. ლატექსი ძალიან ადვილად იბზარება, რა დროსაც ბაქტერიების შეღწევა ადვილიაytimg.com
მანქანის საბავშვო სავარძელი- 6-10 წელია ვარგისი. სასურველია ბავშვისთვის მეორადი სავარძელი არ გამოიყენოთ, რადგან ის ფორმას იცვლის და შესაძლოა ბავშვი დაზიანდეს.hswstatic.com
ბიუსტჰალტერი- ვარგისიანობის ვადა 1-2 წელი. მას შემდეგ, რაც ბიუსტჰალტერი ფორმას კარგავს- ან მცირდება ან იზრდება ზომაში, არ დაგენანოთ რომ მოიშოროთfcwholesale.com
სარბენი ფეხსაცმელი- ვარგისია 1 წელი. 400-500 კილომეტრის ფეხით გავლის შემდეგ, სარბენი ფეხსაცმელი ვარგისი აღარ არის.http://plasticdisclosure.org/
სუნელები- ვარგისია 1-3 წლამდე, წლიდან წლამდე ისინი გემოს კარგავენnavacenter.com
ფქვილი- ვარგისია 6-12 თვემდეwikimedia.org
დამაგრძელებელი- ვარგისია 1-2 წელიallsystemsbroadband.com
ცეცხლსაქრობი- ვარგისია 15 წლის განმავლობაშიnortherntool.com
სადეზინფექციო საშუალებები 3 თვის შემდეგ ეფექტურობას კარგავენhttp://scienceteacher.org.uk/
ალბათ, ყოველთვის გახსოვთ, რომ საკვების ყიდვის დროს, უნდა დააკვირდეთ გამოშვების თარიღსა და ვარგისიანობის ვადას. თუმცა, საკვების გარდა, შესაძლოა არ იცოდეთ, რომ საოჯახო ნივთებსაც აქვთ ვარგისიანობის ვადა. გთავაზობთ ნივთების ჩამონათვალს, რომლებსაც ვადა გასდით.
გაითვალისწინეთ, რომ ვადის გასვლის შემდეგ, ნივთები ეფექტურობას კარგავენ ან თქვენს ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.