გაზპრომთან მოლაპარაკებები

ენმ-ის წევრებმა კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავრობის კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. პარტიის წევრები გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ.

"კახა კალაძეს მოვუწყვეთ აქცია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანს შეიძლება ხალხის ხმაზე მეტად "შვიშტოკის" ხმა ესმოდეს - მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ფეხბურთს თამაშობდა და მას არაფერი უკეთებია იმისთვის, რომ ენერგეტიკის მინისტრი გამხდარიყო. არც მისი ცოდნა და განათლება შეესაბამება ამ სფროს. მაგრამ, მაინც, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით არის ენერგეტიკის მინისტრი. შეიძლება ამ "შვიშტოკის" ხმაზე მასში რაღაც ინსტინქტმა გაიღვიძოს, ჩამოვიდეს და გასცეს ქართველ ხალხს პასუხი იმაზე, რატომ მოაწერეს ასეთ მოღალატეობრივ ხელშეკრულებას ხელი", - ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ონიანი.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გაზპრომთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმებულია და ძალაშიც არის შესული. კონტრაქტი 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით (ნატურით და ფულით) ანაზღაურებას, და 2018 წლიდან მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებს.

გაზპრომი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე გაზპრომის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები