ტურიზმი

2016 წელს ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში 7.3%-მდე გაიზარდა

ბათუმი
georgia.travel

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2016 წლის ტურიზმის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის მანძილზე ტურიზმზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.3% მოდიოდა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 6.6%-ზე იყო.

2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილებს რეგიონის ქვეყნები იკავებენ. 2016 წელს განსაკუთრებით მაღალი ტემპით, 485%-ით, გაიზარდა ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რაც საქართველოს მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება. ასევე მაღალი ტემპით - 55% გაიზარდა ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. ეროვნული ბანკის გათვლებით, წლის პირველ სამ კვარტალში, ტურისტებმა საქართველოში $1.68 მილიარდი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

10 ქვეყანა, რომლიდანაც 2016 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით:

  1. აზერბაიჯანი - 1.52 მილიონი, ზრდა 9.3%
  2. სომხეთი - 1.49 მილიონი, ზრდა 1.9%
  3. თურქეთი - 1.25 მილიონი, კლება 9.9%
  4. რუსეთი - 1.03 მილიონი, ზრდა 12%
  5. უკრაინა - 172 ათასი, ზრდა 21%
  6. ირანი - 147 ათასი, ზრდა 485%
  7. ისრაელი - 92 ათასი, ზრდა 55%
  8. ყაზახეთი - 48 ათასი, ზრდა 32%
  9. პოლონეთი - 44 ათასი, ზრდა 7.2%
  10. გერმანია - 40 ათასი, ზრდა 11%

ტურიზმის სტატისტიკა:

ამ 6.3 მილიონი ვიზიტორიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 2.7 მილიონი უცხოეთის მოქალაქე დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

სასტუმროების სტატისტიკა:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასზე 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის რეგიონში კი 11.6 ათასი საწოლია.

2016 წლის მანძილზე გახსნილი დიდი ზომის სასტუმროებია - The Biltmore Tbilisi, Crowne Plaza, Gino Wellness და სხვები. 2016 წელს ქვეყანას 3.1 ათასი საწოლი ადგილი შეემატა.

საწოლი ადგილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  1. თბილისი - 14.837 საწოლი ადგილი
  2. აჭარა - 11.615 საწოლი ადგილი
  3. სამცხე-ჯავახეთი - 8.145 საწოლი ადგილი
  4. იმერეთი - 5.078 საწოლი ადგილი
  5. მცხეთა-მთიანეთი- 4.799 საწოლი ადგილი
  6. გურია - 4.405 საწოლი ადგილი
  7. კახეთი - 3.101 საწოლი ადგილი
  8. სამეგრელო ზემო სვანეთი - 3.042 საწოლი ადგილი
  9. რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 1.272 საწოლი ადგილი
  10. ქვემო ქართლი -  555 საწოლი ადგილი
  11. შიდა ქართლი - 200

ტურიზმი ტრანსპორტის სახეების მიხედვით:

2016 წლის მანძილზე საქართველოში რეგისტრირებული ვიზიტების 81% საავტომობილო ტრანსპორტზე მოდიოდა, საჰაერო ტრანსპორტზე - 17%, სარკინიგზოზე -1%, საზღვაოზე - 1%.

წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი გაზრდილია, თუმცა ის მაინც ჩამორჩება 2007-2013 წლების მაჩვენებლებს

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

კომენტარები