აშშ-ის უზენაესი სასამართლო

ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კონსერვატორი გორსაჩი წარადგინა

ABC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, კონსერვატორი ნილ გორსაჩი წარადგინა.

თუკი სენატი გორსაჩს დაამტკიცებს, ამით უზანეს სასამართლოში უმრავლესობას კონსერვატორები აღიდგენენ, რომელიც მათ 2016 წლის დასაწყისში ანტონინ სკალიას სიკვდილის შემდეგ დაკარგეს. სკალიას გარდაცვალების შემდეგ, უზენაეს სასამართლოში ოთხი ლიბერალური და ოთხიც კონსერვატიული შეხედულებების მქონე მოსამართლე დარჩა.

გორსაჩის კანდიდატურა მოიწონეს რესპუბლიკური პარტიის წევრებმა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პრესსპიკერმა, პოლ რაიანმა აღნიშნა, რომ გორსაჩი არის კონსტიტუციის ერთგული და აქვს მყარი ერთგულება სიცოცხლისადმი (Pro-life, ანუ ეწინააღმდეგება აბორტის უფლების დაკანონებას).

დემოკრატიულმა პარტიამ კი გორსაჩის კანდიდატურის წარდგენაზე შეშფოთება გამოთქვა. მათ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,რომ გორსაჩი სტუდენტობიდან ულტამემარჯვენე იდეოლოგიის იყო და მის სტატიებში კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდნენ ლიბერალური მოძრაობები.

უზენაესი სასამართლო ხშირ შემთხვევაში კანონების მიღებისას გადამწყვეტ როლს თამაშობს. სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება, რომლებიც თანამდებობზე უვადოდ, სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებიან.

კომენტარები