რუსულმა ენერგოგიგანტმა Gazprom-მა ლატვიური Conexus Baltic Grid-ის აქციების 34%-იანი წილი შეისყიდა.
ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის გამო ლატვიის გაზის კომპანია "ლატვიის გაზი" ორ ნაწილად გაიყო, რადგანაც კანონმდებლობა ერთმანეთისგან ქსელის ფლობასა და ამ ქსელით ოპერირების გამიჯვნას მოითხოვდა.
Conexus Baltic Grid-ი 2016 წლის დეკემბერში "ლატვიის გაზის" გაყოფის შედეგად დაფუძნდა, კომპანია ბუნებრივი აირის დისტრიბუტორია.
Conexus Baltic Grid-ში აქციებს ფლობენ Marguerite Fund (28%), Uniper Ruhrgas (18%) და Itera Latvija (16%).