საპენსიო რეფორმა

მთავრობა: კონსტიტუციაში საპენსიო შენატანებზე ჩანაწერი შეიძლება გაკეთდეს

ტაბულა

საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით ჩანაწერი შესაძლოა კონსტიტუციაში გაჩნდეს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებიდან გახდა ცნობილი.

"გადასახადებთან დაკავშირებით ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავრობა 2018 წლიდან ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელებას გეგმავს, რომელიც როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი დასაქმებულთა ნებაყოფლობით შენატანებზე იქნება დაფუძნებული.

პროექტის მიხედვით, მოსახლეობის გადარიცხულ თანხებს საპენსიო ფონდები განკარგავენ და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე დააბანდებენ, მიღებულ თანხებს კი თითოეული მოქალაქის სახელზე გახსნილ ანგარიშებზე გადარიცხავენ. მოსახლეობას დაზოგილი თანხის მიღების უფლება მხოლოდ საპენსიო ასაკში გასვლის შემდეგ შეეძლებათ.

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, დასაქმებულები დამსაქმებლები და სახელმწიფო ფონდში გადარიცხავენ ერთნაირი მოცულობის ყოველთვიურ შენატანებს. 

როგორც ცნობილია, საპენსიო რეფორმის პარალელურად დღეს მოქმედი საპენსიო მოდელიც შენარჩუნდება და საბაზო პენსიის მოცულობა ინფლაციასთან იქნება ინდექსირებული.

კომენტარები