ირანი

ირანი აშშ-ის სავიზო რეგულაციებს დოლარის აკრძალვით პასუხობს

ვალუტის გადაცვლა თეირანში
AFP

ირანის მთავრობა აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო რეგულაციების საპასუხოდ ქვეყანაში დოლარის აკრძალვას გეგმავს. ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობა აღარ დადებს გარიგებებს დოლარში, ასევე დოლარის გამოყენება შეწყდება ნებისმიერ ტიპის სახელმწიფო ფასდებისას.

ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ვალიოლაჰ სეიფის თქმით, ცენტრალური ბანკი აშშ დოლარს აღარ გამოიყენებს მის არცერთ მიმოხილვასა და ანგარიშში, მის სანაცვლოდ კი სხვა ვალუტა, ან სხვა სტაბილური ვალუტების კალათის გამოყენება მოხდება.

ირანის მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში მარტიდან შევა.

ირანმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სავიზო რეგულაციების საპასუხოდ აშშ-ის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა სრულად შეაჩერა.

ირანმა გუშინ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რაკეტები ბირთვული იარაღის ტრანსპორტირებისთვის არ იყო შექმნილი, შესაბამისად მატი გამოცდით 2015 წელს მიღწეული "ბირთვული შეთანხმება" არ დარღვეულა.

აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ ირანის ეროვნული ვალუტა - რიალი ისტოულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ერთი დოლარის ღირებულება 41 ათასი რიალი გახდა.

ირანის მთავარი სავაჭრო საქონელი - ნავთობი აშშ დოლარში ივაჭრება, რაც ახალი ცვლილების გატარებას ართულებს, რადგანაც ქვეყანას სხვა ვალუტების მოძებნა ნავთობით ვაჭრობისტვის გაუჭირდება. 

კომენტარები